28 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
10 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის საქმე განიხილეს. 10-ვე ბრალდებულს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

განხილვის დროს იყო მცირე ინციდენტი, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სხდომიდან გააძევა ერთ-ერთი ბრალდებული, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა. ბრალდებულების ადვოკატი მედიასთან ამბობს, რომ მოქალაქეებს კანონი არ დაურღვევიათ და ისინი 10 ნოემბერს ემორჩილებოდნენ პოლიციის მოთხოვნას, მათ შორის, გზიდან გადასვლის შესახებ.

ცნობისთვის, იმავე საქმის ფარგლებში საქალაქო სასამართლომ გუშინ 20 მოქალაქის შესახებ იმსჯელა. მათი უმრავლესობაც 500 ლარით დაჯარიმდა.

დღის ამბები