28 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
"ძალიან რთულია, ისეთი დოკუმენტები, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მიიღო სერიოზულად" - მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

"აბსოლუტურად აცდენილია რეალობას" - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილა აღნიშნა, რომ ეს საერთოდ არ შეესაბამება პარტნიორებს შორის ურთიერთობებს:

"ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ინსტიტუტების მიერ მიღებული რეზოლუციები საქართველოსთან მიმართებაში, ბოლო წლებში გამოირჩევა აბსოლუტურად უზუსტო მოწოდებებით და ინფორმაციებით, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება პარტნიორებს შორის ურთიერთობებს. შესაბამისად, ასეთ პირობებში ძალიან რთულია ისეთი დოკუმენტები, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მიიღო სერიოზულად და სერიოზულად ისაუბრო ამ დოკუმენტების შინაარსზე," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. 

 

დღის ამბები