28 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
"ჩვენ ვართ თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით, შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს" - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის შეხვედრა დასრულებულია. "ქართული ოცნების" სახელით პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს განცხადებით მიმართა.

"დასრულდა განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის, პარტიის პოლიტიკური საბჭოს, საქართველოს მთავრობის წევრების ჩართულობით და გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი პარტიის, "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" განცხადება მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით:

საქართველო არის ევროპული ქვეყანა, როლისთვისაც ორგანული და ძვირფასია ტრადიციული ევროპული ღირებულებები. როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, საქართველო ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ, როგორც ქრისტიანობის დაცვის მთავარი ბასტიონისკენ. ჩვენ ვართ ილია ჭავჭავაძის და ვაჟა ფშაველას ქვეყანა, რომლებმაც ევროპული ღირებულებები ქართული სამოქალაქო აზროვნების ლაიტმოტივად აქციეს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, საქართველოს ისტორიისა და ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად ვაქციოთ. შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ,. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თავის შინაარსით, ორმხრივია და მხოლოდ ორმხრივი შეიძლება იყოს. ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით, შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს," - წერია განცხადებაში, რომელიც ირაკლი კობახიძემ წაიკითხა.

 

 

 

 

დღის ამბები