28 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
"ყველა მიმდინარე პროექტი 2025 წლის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულება" - ირაკლი ქარსელაძე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე "დღის კურიერის" ეთერში მაგისტრალური გზების მშენებლობასა და დაგეგმილ კონკრეტულ პროექტებზე საუბრობს.

"რეალურად ჩვენ ვსაუბრობთ აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალზე, რომელიც არის შუა დერეფანი, რომლის მნიშვნელობაც არის ძალიან დიდი, როგორც ქვეყნისთვის, ასევე, საერთაშორისო-რეგიონულ ჭრილში. ამ მიმართულებით ჩვენ 70% აღნიშნული მაგისტრალის უკვე დასრულებული გვაქვს და ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ყველა მიმდინარე პროექტი 2025 წლის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულება და თბილისიდან-ბათუმამდე სრულად მაგისტრალური გზა იქნება 4-ზოლიანი, რომლის ფარგლებშიც, ქობულეთის შემოვლითი, რომელიც ამჟამად არის 2-ზოლიანი, გათვალისწინებულია დამატებითი 2 ზოლის მშენებლობის დაწყება.

ამასთან, როდესაც აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ის ახალი პროექტები, რომლებიც დაიწყება, კერძოდ, რუსთავი-წითელი ხიდი ფა ალგეთისა და სადახლოს მონაკვეთები, რომლითაც ჩვენ უკვე ვუკავშირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს. ასევე დაიწყება, ბათუმი-სარფის პროექტი, რომლის ფარგლებშიც უკვე აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს მაგისტრალური გზით დავუკავშირდებით.

როცა მაგისტრალებზე ვსაუბრობთ, სამხრეთი-ჩრდილოეთის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც მიმდინარე მონაკვეთებთან ერთად, ასევე, მონაკვეთის, კერძოდ, წიწამური-ჟინვალის მონაკვეთის მშენებლობის დაწყება არის გათვალისწინებული.

ასევე კახეთის მაგისტრალი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი უკვე დასრულებულია და აქაც მიმდინარე პროექტი გვაქვს, რომელიც საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთს მოიცავს. გარდა ამისა, დაიწყება, მაგისტრალური კუთხით, ბადიაური-ჩალაუბნის მონაკვეთის მშენებლობა. ასევე, გურჯაანი-თელავის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყება, ისევე, როგორც ლაგოდეხის შემოვლითი გზის მშენებლობა," - განაცხადა ქარსელაძემ.

დღის ამბები