28 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" უამინდობის გამო, დროებით წყვეტს მუშაობას

შემოსავლების სამსახურის ცნობით, დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო "ყაზბეგის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები.

გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

"ამინდის გაუმჯობესების შემდეგ სგპ "ყაზბეგი" ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძლებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება," - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები