26 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
მინგეჩაურის წყალსაცავთან მიწისძვრა იყო

აზერბაიჯანში, მინგეჩაურის წყალსაცავთან მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 3,1 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მიწისძვრა წყალსაცავის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის დროით 09:43 საათზე დაფიქსირდა.

ეპიცენტრი, მიწის ქვეშ, 21 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

დღის ამბები