გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქმა“ ბოლო ათი თამაშიდან მეცხრე მატჩი მოიგო. საქართველოს ნაკრების ცენტრის გუნდმა “ნიუ ორლეანს პელიკანსი“ სტუმრად 95-ით 84 დაამარცხა.
ბითაძემ პარკეტზე 22 წუთი ითამაშა და გუნდს 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, და 1 დაფარება მოუტანა.
“ორლანდო მეჯიქს“ 12 მოგება, 7 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მესამე ადგილზეა.