26 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ჩვენმა წარმომადგენელმა ცესკოში ლაშა ფარულავამ, სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ჩვენი პარტიის სახელით ცესკოში წერილი შეიტანა-ირაკლი ფავლენიშვილი

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი “დღის კურიერის“ ეთერში სიების ჩახსნასთან დაკავშირებით საუბრობს.

“ჩვენმა წარმომადგენელმა ცესკოში ლაშა ფარულავამ, სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ჩვენი პარტიის სახელით ცესკოში წერილი შეიტანა. შემდგომი ნაბიჯი დაანონსებული გვაქვს, იქნება მიმართვა მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით. ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდეს- არანაირ ლეგიტიმაციას არ ექნება ჩვენი მხრიდან ადგილი.“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები