26 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
ვახტანგ გომელაური - ჩვენ მუდამ ვზრუნავთ პოლიციელთათვის სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესებაზე - 2020-2024 წლებში, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასი სულ მცირე 58-60% ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში მნიშვნელოვნად განვითარდა და განახლდა საპოლიციო ინფრასტრუქტურა. ბოლო წლებში, საქართველოს მასშტაბით, პოლიციის ათობით ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდა. გაგრძელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის განახლება, სხვადასხვა დანაყოფების გადაიარაღება და აღჭურვილობის განახლება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, მომავალშიც უწყვეტად გაგრძელდება პოლიციის შენობების განახლება-რეაბილიტაცია და ახალი ობიექტების მშენებლობა.

"მინდა ვახსენო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გავხსენით. მომავალშიც უწყვეტად გაგრძელდება პოლიციის შენობების განახლება-რეაბილიტაცია და ახალი ობიექტების მშენებლობა, ასევე, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით პოლიციელთა უზრუნველყოფა. განახლდება არსებული ავტოპარკი, სახანაძრო-სამაშველო სპეც. ტექნიკა და შეიარაღება. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ პოლიციელთათვის სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესებაზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გრძელდება სამინისტროს თანამშრომლების ხელფასების ზრდა. 2020-2024 წლებში, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასი სულ მცირე 58-60%-ით გაიზარდა.

მინდა კიდევ ერთხელ შევეხო მნიშვნელოვან პროექტს - „პოლიციის ქალაქი“, რომელიც თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ხორციელდება და მოიცავს შვიდი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას. პროექტის ფარგლებში, ბინას 1 000 პოლიციელი მიიღებს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღის ამბები