26 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
“უარს ვაცხადებთ მანდატებზე და არ ვცნობთ ამ არჩევნებისა და მისი შედეგების ლეგიტიმაციას“ - თინა ბოკუჩავა

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიას სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მიმართავს. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავამ კვლავ აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი ლიდერები არ ცნობენ 26 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.

“ცესკოში ჩვენი წარმომადგენელი შეიტანს ჩემს მიერ ხელმოწერილ წერილს, კანონით დადგენილი წესით, რომელიც მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისგან ჩაიხსნას ჩვენი საპარლამენტო სია, ვინაიდან და რადგანაც, არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს. უარს ვაცხადებთ მანდატებზე და არ ვცნობთ ამ არჩევნების და მისი შედეგების ლეგიტიმაციას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები