საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება. დადგენილების პროექტს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უკვე უყარა.
ინაუგურაციის დღედ, 29 დეკემბერი განისაზღვრა. პროექტი შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ქართველი რაშიც მხოლოდ გენეტიკა არ იგულისხმება.
"სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში უნებართვო ვიზიტებს ახორციელებდა, საქართველოს პარლამენტმა გადაიხია თავზე კონსტიტუციაო. რაღაზე ველაპარაკოთ?! პრეზიდენტი მინიმუმ ასეთი არ უნდა იყოს. პრეზიდენტობის კანდიდატი გარანტირებულად იქნება ადამიანი, რომელზეც ყველა იქნება დარწმუნებული, რომ ის მხოლოდ საკუთარ სამშობლოს ემსახურება.
დანარჩენი – ადამიანური თვისებები, კომპეტენცია და ბევრი სხვაა, მაგრამ მთავარია, იყოს ქართველი და ეს არ არის მხოლოდ გენეტიკურ ნაწილზე საუბარი. ქართველი უნდა იყოს და ემსახურებოდეს საქართველოს"- მამუკა მდინარაძე.