24 დეკემბერი 2024,   21:41
ვრცლად
kinkladze grassroots cup-ის 2024 წლის საფეხბურთო გათამაშება დასრულებულია - ტურნირს ინტერის აკადემიამ უმასპინძლა

ინტერის აკადემიაში ბავშვთა მასშტაბური საფეხბურთო ფესტივალი დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა, სხვადასხვა ასაკის 80 გუნდის 2000-მდე ფეხბურთელმა მიიღო. ტრადიციული გათამაშება, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ტარდება, სულ უფრო დიდ მასშტაბებს იღებს და ამაზე გუნდებისა და ფეხბურთელების რაოდენობაც მეტყველებს. 5 ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარებულმა წლევანდელმა ტურნირმა მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, რამაც გათამაშების მიმდინარეობას, განსაკუთრებული დატვირთვა შესძინა.

სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულებსა და ამპლუების მიხედვით საუკეთესოებს თასები, ინდივიდუალური პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ტურნირის მონაწილეთა შორის ყველაზე დიდ ასაკში, 2013 წელს დაბადებულ ბავშვთა შორის, საუკეთესო გუნდის წოდება ქუთაისის ტორპედომ მოიპოვა.

წლეულს, გათამაშების ორგანიზატორებმა მონაწილეებს სიახლეც შესთავაზეს. გარდა მაღალ დონეზე ჩატარებული საფეხბურთო ტურნირისა, მათ პარტნიორული ურთიერთობა დაამყარეს გიორგი ქინქლაძის ფონდთან, რამაც kinkladze grassroots cup-ის შეჯიბრების მონაწილეებს, დამატებითი სტიმული მისცა.

2025-ში, kinkladze grassroots cup-ის გათამაშება კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, რადგან ქართულ გუნდებთან ერთად, საუკეთესოს წოდების მოსაპოვებლად უცხოური გუნდებიც იბრძოლებენ. 

 

დღის ამბები