25 დეკემბერი 2024,   09:55
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებულების საქმეების განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებულების საქმეების განხილვა გრძელდება. 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, საბა სხვიტარიძის პროცესი დასრულდა. მას ამ ეპიზოდში წვრილმან ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებიან.

სხვიტარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული. დღევანდელ სხდომაზე ხმაურიც იყო, დარბაზიდან სხვიტარიძის რამდენიმე მხარდამჭერი გააძევეს. პროცესი 27 დეკემბრამდე გადაიდო.  

დღის ამბები