25 დეკემბერი 2024,   09:43
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ტრაილერის მძღოლი, ელგუჯა ცომაია დაიკითხა

საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ტრაილერის მძღოლმა ჩვენება მისცა. ელგუჯა ცომაიამ გაიხსენა, როგორ ჩამოიყვანა უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში ჩამოყვანა მას შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, უკრაინაში მყოფმა გია ლორთქიფანიძემ სთხოვა, რომელიც მანამდე, ცოტა ხნით ადრე გაიცნო.

მისივე განცხადებით, სააკაშვილს საქართველოში უნდა დახვედროდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

დღის ამბები