24 დეკემბერი 2024,   22:14
ვრცლად
ევროკავშირში გაწევრიანებისთვის DCFTA-ს და ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულება უმნიშვნელოვანესია, ამ მხრივ მუშაობა არ გაჩერებულა, რეგიონში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია კი გვავალდებულებს სიფრთხილეს - ირაკლი ბურდილაძე

"პრემიერმა ისაუბრა იმაზე, რომ აქტიურად გრძელდება DCFTA-ს და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია," - ამის შესახებ კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენის" მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ირაკლი ბურდილაძის თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზები არის დიალოგი, ერთმანეთთან ლაპარაკი, განსხვავებული აზრის მიღება.

"საუბარი იყო იმ თემაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი არის ეკონომიკური აღმავლობა და სტაბილურობა. გამოსავლის გზები არის დიალოგი, ერთმანეთთან ლაპარაკი, განსხვავებული აზრის მიღება. პრემიერმაც ისაუბრა იმაზე, რომ აქტიურად გრძელდება DCFTA-ს და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ბევრი თემა აქვს საქართველოს დასალაგებელი და ეს მარტივი პროცესი არ არის და ამ მიმართულებით DCFTA-ს და ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულება არის უმნიშვნელოვანესი. ამ მიმართულებით მუშაობა არ გაჩერებულა, რაც ძალიან კარგია და ის პოლიტიკური სიტუაცია, რაც დღეს არის შექმნილი რეგიონში, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გვავალდებულებს გარკვეულ სიფრთხილეს. ამ გზაზე ისე უნდა ვიაროთ, რომ რაიმე ნაღმს ფეხი არ დავაბიჯოთ," - ამბობს ირაკლი ბურდილაძე.

დღის ამბები