25 დეკემბერი 2024,   09:53
ვრცლად
პროტესტის გაძლიერების, მეტი ზეწოლისა და მოქმედების დავალება მიხეილ სააკაშვილმა ისევ "ვივამედის" პალატიდან გასცა - რატომ ემიჯნება სააკაშვილის რევოლუციურ იდეებს მისივე პარტია

პროტესტის გაძლიერების, მეტი ზეწოლისა და მოქმედების დავალება, მიხეილ სააკაშვილმა ისევ "ვივამედის" პალატიდან გასცა. სააკაშვილი უკმაყოფილოა პროტესტის ფორმით, მეტ შეტევას მოითხოვს და მიიჩნევს, რომ აქციებზე რეგიონებიდან ჩამოყვანილი ადამიანების კონკრეტული შედეგის გარეშე უკან გაშვება არასწორია. სააკაშვილის მორიგი განცხადებისგან დისტანცირება დღეს მისსავე პარტიაში სცადეს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ რეგიონებიდან არავინ ჩამოჰყავთ და უშუალოდ საპროტესტო გამოსვლების დროს პროტესტის ფორმაც მისაღებია.

"ნაციონალური მოძრაობის" რადიკალური გეგმის ნაწილს უწოდებენ "ქართულ ოცნებაში" სააკაშვილის განცხადებას. ამბობენ, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, თუ რა ინტერესი შეიძლება დგას რეალურად საპროტესტო ტალღის მიღმა. პროტესტის გაღრმავების ნაწილში სააკაშვილის განცხადება ზოგიერთი ოპოზიციონერისთვის მისაღები აღმოჩნდა. ზოგიერთი კი ამ პოზიციას არ იზიარებს. "მავნებლობა" ასე უწოდეს გიორგი გახარიას გუნდში მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მორიგ მიმართვას.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპონენტების მცდელობების მიუხედავად, ნებისმიერ გადაცდომაზე სახელმწიფოს რეაგირება შესაბამისი იქნება. მმართველი პარტიის გენერალური მდივნის განცხადებით საქართველოში "ნაც მაიდანი" ვერ შედგება. დედაქალაქის მთავარ გამზირზე აქციებში მონაწილეებს სახელისუფლებო პარტია მოუწოდებს, პროტესტი მშვიდობიან ფორმას არ გასცდეს.

დღის ამბები