24 დეკემბერი 2024,   22:38
ვრცლად
"კრიზისიდან გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც შეუძლია გადადგას სახელმწიფომ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, პირველ რიგში დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნებია" - "თბილღვინოს" დამფუძნებელი

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის და ბიზნეს სექტორის 4 საათიანი შეხვედრა დასრულდა. დახურული შეხვედრიდან გამოსული კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყო, რასთან დაკავშირებითაც, მათ საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს.

მათივე თქმით, არ არის გამორიცხული უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართოს.

"თბილღვინოს" დამფუძნებლის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც შეუძლია მთავრობას გადადგას ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსვლისთვის, არის დაკავებული პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა.

"ბევრი კრიტიკული აზრი გამოითქვა როგორც შეფასებებთან დაკავშირებით, ასევე ამ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც შეუძლია გადადგას სახელმწიფომ თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ეს არის პირველ რიგში გათავისუფლება დაკავებულების და ხელახალი არჩევნები. რა თქმა უნდა, ბევრი ბიზნესმენი არ იზიარებდა, თუმცა იყო არაერთი, ვინც გამოხატავდა ამ კრიტიკულ აზრებს", - აცხადებს "თბილღვინოს" დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი.

დღის ამბები