22 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
ისრაელის ძალები ლიბანში "ჰეზბოლას" უტევენ - აშშ-ის სენატმა დაბლოკა სამი რეზოლუცია, რომელიც ამერიკული იარაღის ისრაელისთვის გადაცემის შეჩერებას გულისხმობდა

ისრაელის ძალები ლიბანში "ჰეზბოლას" უტევენ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო იერიშს, ერთ-ერთ პროვინციაში 47 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.

ამავე დროს, აშშ-ის სენატმა დაბლოკა სამი რეზოლუცია, რომელიც ამერიკული იარაღის ისრაელისთვის გადაცემის შეჩერებას გულისხმობდა.

პარალელურად, თეთრ სახლში გააკეთეს განცხადება, რომ ისინი არ იზიარებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას, საუბარია "ჰამასის" ლიდერთან ერთად ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაპატიმრების ორდენის გაცემაზე.

მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა, ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრების ორდერი ჯერ კიდევ მაისში მოითხოვა და განაცხადა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ნეთანიაჰუ და გალანტი "პასუხისმგებელნი" არიან ღაზაში მასობრივ შიმშილობაზე, რაც ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას "ანტისემიტური" უწოდა თავად ნეთანიაჰუმ.

დღის ამბები