22 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს პროკურატურა ბრალდებას დაუმძიმებს

მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს პროკურატურა ბრალდებას დაუმძიმებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შემთხვევა საგარეჯოში 11 ნოემბერს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლეს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მუხლი, რომლის მიხედვითაც საქმეა აღძრული გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით დანაშაულის ჩადენას გულისხმობს. დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით მედიასთან მეზობლები და დაკავებულის ახლობლები არ საუბრობენ.

დღის ამბები