21 ნოემბერი 2024,   11:08
ვრცლად
"აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციას მანდატების ჩახსნა არ მოუთხოვია, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ამის უფლება ჰქონდა" - დავით გაბაიძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, ოპოზიციას მანდატების ჩახსნა არ მოუთხოვია, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ამის უფლება ჰქონდა.

"უმაღლესი საბჭოს წევრობის იმ კანდიდატებს, რომლებმაც არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ უსკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე მოიპოვეს უმაღლესი საბჭოს წევრის მანდატი, უფლება ქონდათ წერილობითი განცხადებით მიემართათ უსკოს თავმჯდომარისათვის თავისი კანდიდატურის პარტიული სიიდან მოხსნის თაობაზე, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე არაუგვიანეს 2 დღისა.

ასეთ შემთხვევაში, პარტიული სიიდან მოხსნილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის ადგილს ავტომატურად დაიკავებდა იმავე პარტიულ სიაში მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი. ასე მოხდა მმართველი პარტიის სიის შემთხვევაში, როდესაც ორი წევრი პარტიული სიიდან ჩაიხსნა საკუთარი განცხადების საფუძველზე და მათი ადგილი დაიკავა ამავე სიაში მომდევნო კანდიდატებმა.

ვინაიდან აღნიშნული მოქმედება ოპოზიციონერი კანდიდატების მხრიდან არ განხორციელდა, მათ ეს უფლება აღარ აქვთ და არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ პარტიული სიიდან მოხსნა ვეღარ განხორციელდება.

რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მათ უფლება აქვთ მოითხოვონ უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა საერთო საფუძველზე. ვისაც ამაში დარწმუნება უნდა, მას შეუძლია იხილოს "უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 43-ე მუხლი.

ეს არის ამ საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგება. გამგები გაიგებს", - აღნიშნავს გაბაიძე. 

 

დღის ამბები