იყო თუ არა გაყალბების ფაქტები არჩევნებზე - საგამოძიებო პროცედურები გრძელდება. გამომძიებლების შეკითხვებს დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისის თავმჯდომარე უპასუხებს. გიორგი კალანდარიშვილს საგამოძიებო უწყებაში 12 საათისთვის ელოდებიან.
საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ნაწილი უკვე გამოიკითხა.
საქმეზე გამოძიება პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე ოქტომბერის ბოლოს დაიწყო.