21 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ბაქოში, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ბაქოში, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა.

გაეროს წევრი ქვეყნების მინისტრების რიგით მე-3 შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის (COP29) ფარგლებში გაიმართა. მინისტერიალის თემა იყო ურბანიზაცია და კლიმატის ცვლილება.

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ქარსელაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველო დგამს კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად ურბანული განვითარების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას. მან აღნიშნა, რომ ქვეყანა აფართოებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, აუმჯობესებს ენერგოეფექტურობას და კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავების გლობალური მიზნების პოლიტიკის შესაბამისად.

მინისტერიალის მონაწილეებმა იმსჯელეს მდგრად ურბანიზაციასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მრავალდონიან და მრავალ სექტორულ ღონისძიებებზე. აღნიშნეს, რომ ქალაქებმა გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში და მნიშვნელოვანია სახელმწიფოებმა პრიორიტეტად აქციონ პარიზის შეთანხმებით განსაზღვრული მიზნის მიღწევა ქალაქების და რეგიონების ურბანიზაციის პროცესში.

დღის ამბები