ოზურგეთში, მერაბ კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზის ახალ, 1.5 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა მგზავრთა მოსაცდელები. უკვე დასრულდა შიდა კომუნიკაციების, თანამედროვე განათებისა და ტროტუარების გაკეთება. სრულად განახლდა წყალმომარაგების სისტემა.
მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 7 მილიონ ლარს აჭარბებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ფარავს.