21 ნოემბერი 2024,   10:10
ვრცლად
"ეს ხალხი ცდილობს, ნორმის კონსტიტუციურობა დასვას კითხვის ნიშნის ქვეშ და დაუკავშიროს კონკრეტული პირის თითქოს არაკანონიერად არჩევას, რაც სრული ნონსენსია" - ანრი ოხანაშვილი

"ეს ხალხი, კონსტიტუციასთან მიმართებაში, ასაჩივრებს საარჩევნო კოდექსის ნორმებს, არჩევნებთან დაკავშირებით ასევე კითხვის ნიშანს სვამენ. თუმცა, ნორმის არაკონსტიტუციურობასთან ერთად, კონკრეტული დეპუტატების კანდიდატის უფლებამოსილებასაც სვამენ კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც არის აბსურდი", - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა გადაცემა "ღამის კურიერთან" საუბრის დროს განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, კონკრეტული დარღვევა კონკრეტულ პირთან დაკავშირებით, გასაჩივრებადია საერთო სასამართლოში და ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში აღარ საჩივრდება.

"იურიდიული თვალსაზრისით საკითხი, რომელიც უკავშირდება კონკრეტული პირის უფლებამოსილების ცნობას, რასაც ისინი ამბობენ, რომ წარმოებაში უნდა მიიღოს და კონკრეტული პირი დეპუტატობის კანდიდატი არ უნდა იყოს შეყვანილი სიაში და მისი უფლებამოსილების ცნობა არ უნდა მოხდეს, ეს არის აბსურდი, ასეთი კონსტიტუციური საფუძველი არ არსებობს, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. თუ აღმოაჩენენ ნორმას, რომელიც შესაძლებელია კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდეს, ამაზე მსჯელობა შეიძლება, მაგრამ ისინი ასაჩივრებენ ნორმას და არა კონკრეტულ პირთან დაკავშირებით რაიმე ხელშემშლელ გარემოებას - რატომ არ უნდა იყოს არჩეული ის.

სხვათა შორის, შეიძლება ძალიან კომიკურ ვითარებაში აღმოჩნდნენ, ვინაიდან 2005 წელს ზოგადი ჩანაწერი იყო კონსტიტუციაში, რაზე დაყრდნობითაც საერთო სასამართლოებშიც შეიძლებოდა დავა და საკონსტიტუციო სასამართლოშიც. ეს ზოგადი ჩანაწერი 2005 წელს "ნაციონალურმა მოძრაობამ" თვითონვე შეცვალა, ანუ სააკაშვილის ინიციირებით მოხდა ამ საკითხის პარლამენტში წარმოდგენა და გაიყო ეს საკითხები.

დავა თუ წარიმართებოდა, უნდა წარმართულიყო საერთო სასამართლოებში, რაც ამოიწურა უკვე. თუ ნორმას ჰქონდა რაიმე [პირობა], მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოში. ახლა ეს ხალხი ცდილობს, რომ ნორმის კონსტიტუციურობა დასვას კითხვის ნიშნის ქვეშ და დაუკავშიროს კონკრეტული პირის თითქოს არაკანონიერად არჩევას, რაც სრული ნონსენსია და მგონია, რომ იმდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან, რომ ასეთ მოგონებასაც და თვითშემოქმედებასაც რაღაც ნიჭი უნდა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები