21 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
ოპოზიციაში ერთიანობა არის იქიდან გამომდინარე თუ რას ეტყვიან და რა მესიჯს მიაწვდიან გარედან - ნინო წილოსანი

ოპოზიციის გეგმები, რომელიც ისევ ქუჩის აქციების და პიკეტირების მოწყობას უკავშირდება, მოულოდნელი არ არის მმართველი გუნდისთვის - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციის ერთიანობა გარე ძალებისგან მიღებულ დავალებებზე არის დამოკიდებული.

"ოპოზიციაში ერთიანობა არის იქიდან გამომდინარე, თუ რას ეტყვიან და რა მესიჯს მიაწვდიან გარედან. ეს განცხადებები, რომელსაც ისინი აკეთებენ, თითქოს დაპირებები ამ პერმანენტულ აქციებთან და დესტრუქციასთან, ამ სრულ მარაზმთან დაკავშირებით, უკავშირდება ერთის მხრივ საკუთარ ამომრჩეველთან საუბრობენ ამ ინფორმაციით, მეორეს მხრივ - გარეთ, მათ დამკვეთებს და პატრონებს აწვდიან ინფორმაციას, რომ ისინი ასრულებენ დავალებას", - აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატული საქართველოს" ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი.

დღის ამბები