21 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
"აფხაზეთს, საპროტესტო აქციების დროს რუსეთისთვის სამხედრო დახმარება არ უთხოვია" - ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია

აფხაზეთს, საპროტესტო აქციების დროს, რუსეთისთვის სამხედრო დახმარება არ უთხოვია, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

"არანაირი დახმარება არ მითხოვია. ერთადერთი ისაა, რომ საქმის ვითარებით დაინტერესდნენ და მე ვაცნობე", - აღნიშნა ბჟანიამ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს.

ე.წ. პარლამენტს "დოკუმენტის" რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა პროტესტის დაწყების გამო საკითხის განხილვა გადადო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ, ასლან ბჟანია "თანამდებობიდან" გადადგა, სანაცვლოდ კი, დემონსტრანტებმა "სამთავრობო" შენობები დატოვეს.

დღის ამბები