03 დეკემბერი 2024,   21:25
ვრცლად
საკრუიზო გემმა ატლანტის ოკეანეში ჩაძირული კატამარანის ოთხი მგზავრი გადაარჩინა

კატამარანი სახელწოდებით Serenity, დაახლოებით 230 მილის მოშორებით იყო ბერმუდის სანაპიროდან, როდესაც გაუმართაობის გამო, მასში წყლის შედინება დაიწყო. ამის შესახებ უცხოური გამოცემა abcnews წერს. 

მას შემდეგ, რაც კატამარანმა ჩაძირვა დაიწყო, მგზავრები დახმარების მიზნით, სანაპირო დაცვას დაუკავშირდნენ. საკრუიზო გემი Disney Cruise, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ყველაზე ახლოს იმყოფებოდა, დაახლოებით 80 მილის მოშორებით, პატარა გემი გაგზავნა და ოთხივე მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა. არც ერთ მათგანს ჯანმრთელობის დაზიანება არ მიუღია. მგზავრები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.

დღის ამბები