03 დეკემბერი 2024,   21:42
ვრცლად
წლის ბოლო მატჩებისთვის მზადება დაწყებულია - საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაზე დასკვნით შეხვედრებს ჩაატარებს

წლის ბოლო მატჩებისთვის მზადება დაწყებულია. საქართველოს ეროვნული ნაკრები, რამდენიმე დღეში, ერთა ლიგაზე დასკვნით შეხვედრებს ჩაატარებს. ვილი სანიოლის გუნდი უკრაინასთან და ჩეხეთთან დაპირისპირებისთვის ემზადება. პირველ საწვრთნელ პროცესში 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ნოემბრის მატჩებისთვის ვილი სანიოლმა სულ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს უკრაინას ბათუმში დაუპირისპირდება და ერთი თვის წინ განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას შეეცდება. 19 ნოემბერს კი ჩვენი გუნდი ოლომოუცში ჩეხეთს შეხვდება.

ბათუმში, უკრაინასთან გასამართი შეხვედრის ბილეთები სრულად გაყიდულია. ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი აქვს. მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადება საქართველოს ნაკრების ფანკლუბი, რომელიც დაუვიწყარ სანახაობას გვპირდება.

საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ჯგუფში 4 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ლიდერ ჩეხეთს მინიმალური სხვაობით ჩამორჩება. უკრაინასა და ჩეხეთთან მატჩების შემდეგ, თუ საქართველო პირველ ადგილზე გავა, პლეიოფში ითამაშებს და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი ექნება.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

 

 

 

დღის ამბები