03 დეკემბერი 2024,   21:19
ვრცლად
თამაშის დღე - საქართველო შემოდგომის ტესტსერიას ოლ ბლექს XV-თან რკენით ხსნის

ბორჯღალოსნები შემოდგომის ტესტსერიას ოლ ბლექს XV-თან რკენით ხსნიან. თამაში საფრანგეთში, მონპელიეში, GGL Stadium-ზე, საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ოლ ბლექს XV-ის წინააღმდეგ ბორჯღალოსნებს ვასილ ლობჟანიძე გაუძღვება, რომელიც გუნდის ისტორიაში 35-ე კაპიტანი გახდება. მას ღერძზე ლუკა მატკავა შეუწყვილდება.

ცენტრში თორნიკე კახოიძისა და გიორგი კვესელაძის დუეტს ვიხილავთ, ფულბეკი დავით ნინიაშვილი იქნება, ხოლო ფრთებზე აკა ტაბუცაძე და სანდრო თოდუა დადგებიან.

შერკინების პირველ ხაზში თამაშს კვაჭი ვანო კარკაძე და ბურჯები - ნიკა აბულაძე და სანდრო ქუნთელია იწყებენ. მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილი და გიორგი ჯავახია შეწყვილდებიან, მესამე ხაზში კი ილია სპანდერაშვილს, გიორგი ცუცქირიძესა და თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ.

შერკინების მარქაფაში არიან კვაჭი ლუკა ნიორაძე, ბურჯები გიორგი ახალაძე და ირაკლი აფციაური, მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი და მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი. ჰავბეკის პოზიციაზე თამაშში თენგიზ პერანიძე ჩაერთვება, მგეზავად თედო აბჟანდაძე, ხაზში კი დემურ თაფლაძე გამოჩნდება.

დღის ამბები