04 დეკემბერი 2024,   12:18
ვრცლად
თამარ კორძაია საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე: "მათ ჰგონიათ, რომ კონსტიტუციას და კანონს თვითონ კითხულობენ"

საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე, პრეზიდენტის და პოლიტიკური პარტიების სარჩელები წარმოებაში არ მიიღო. გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა.

9-კაციანი პლენუმიდან განსხვავებული აზრი დაწერა ორმა მოსამართლემ. შვიდმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ სარჩელები არ იყო დასაბუთებული და არ იყო წარდგენილი მტკიცებულებები. საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმა 19 ნოემბერს მიმართა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა ფარულობის, საყოველთაობის და თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის არგუმენტით. იდენტური სარჩელი მოამზადეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ჰქონიათ, რომ კონსტიტუციას და კანონს თვითონ კითხულობენ.

"გარდა ტუღუშისა და კვერენჩხილაძისა - მერაბ ტურავამ, ირინე იმერლიშვილმა, ევა გოცირიძემ, მანანა კობახიძემ და კიდევ იმ სამმა, ხელი მოაწერს საქართველოს ახალგაზრდების და მოქალაქეების ღალატს. დაიხედონ ხელებზე და თითოეული მათგანის ხელზე არის ახალგაზრდების სისხლი, რომლებიც დღეს იზოლატორებში და ციხეებში არიან. აი ეს არის მათი გადაწყვეტილება. მათ ჰქონიათ, რომ კონსტიტუციას და კანონს თვითონ კითხულობენ. სამწუხაროა, რომ სამართალი რა არის ის არ იცის არც ერთმა", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

დღის ამბები