03 დეკემბერი 2024,   21:23
ვრცლად
პოლონეთის პრემიერის განცხადებით, აშშ-მა შესაძლოა მალე გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტის თარიღი და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები

ამერიკის შეერთებული შტატებიდან უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ველოდოთ განცხადებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თარიღსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

ტუსკმა აღნიშნული განცხადება ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე საუბრისას გააკეთა და თქვა, რომ ეს გეგმა მოსამზადებელ ეტაპზეა.

მისი აზრით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია დეკლარაცია, კერძოდ ცეცხლის შეწყვეტის თარიღთან დაკავშირებით, რომელ საზღვარზე იმოქმედებს ის და ასევე - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

ტუსკის განმარტებით, "ეს იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც გაითვალისწინებს აშშ-ის ნაკლებ ჩარევას უკრაინის საქმეებში".

დღის ამბები