03 დეკემბერი 2024,   21:25
ვრცლად
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატმა წყალტუბოში ჩართულობის მორიგი სივრცე გახსნა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, წყალტუბოში ჩართულობის სივრცე გაიხსნა.

ახალგაზრდული სივრცეში, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდასაჭერად, აფხაზეთიდან დროებით დევნილ 50 ბენეფიციარს, არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, 2 თვის განმავლობაში, შემეცნებითი და საგანმანათლებლო სახის ტრენინგები ჩაუტარდებათ.

პროექტის მიზანი აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების სოციალური ინტეგრაციის გაზრდა და განვითარების ხელშეწყობაა.

 

დღის ამბები