03 დეკემბერი 2024,   21:21
ვრცლად
კუბას ტროპიკული ქარიშხალი "რაფაელი" დაატყდა თავს, რამაც წყალდიდობა და ნგრევა გამოიწვია

კუბას ძლიერი ტროპიკული ქარიშხალი "რაფაელი" დაატყდა თავს და ქვეყნის ენერგოსისტემა მწყობრიდან გამოიყვანა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

"რაფაელმა" კუბის სანაპირო ზოლზე ძლიერი შტორმული ტალღები გამოიწვია. კოკისპირული წვიმის შედეგად დაიტბორა ისტორიული დედაქალაქის ჰავანას ქუჩები, ქარიშხლის გამო დაზიანდა სახლები, ხეები და ქალაქის ინფრასტრუქტურა.

მესამე კატეგორიის ქარიშხლის შედეგად, კაიმანის და იამაიკის კუნძულების ნაწილი განადგურებულია. ქარიშხალი გამოსვლის შემდეგ ნაწილობრივ შესუსტდა და ამჟამად მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ყურისკენ მიემართება

დღის ამბები