03 დეკემბერი 2024,   21:34
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავას შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ.

საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და ამ მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

მიხეილ სარჯველაძემ ლაშა ქარდავას წარმატებები უსურვა და მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით, სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

დღის ამბები