04 დეკემბერი 2024,   12:31
ვრცლად
1 ნოემბერს, აუცილებელი სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეწყდება - ვის შეეხება შეზღუდვა

1 ნოემბერს,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, გაგარინის ქ. N24-თან ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 1 ნოემბრის დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: 

გოთუას ქუჩას და ჰეიდარ ალიევის სანაპიროს (მარჯვენა სანაპირო) N2-16 (ლუწებს).

1 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, ილურიძის ქ. N50-თან ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 1 ნოემბრის დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში:

ჯავის ქუჩას შესახვევებით, ილურიძის ქუჩას შესახვევებით, ლომთათიძის, კოკინაკის, მოლოკოვის და დიდი ჯიხაიშის ქუჩებს. 
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის

დღის ამბები