04 დეკემბერი 2024,   12:27
ვრცლად
“თითოეულმა ადამიანმა გააკეთა ის არჩევანი რისი გაკეთებაც უნდოდა, საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი აისახა ცესკოს მონაცემებში“ - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი “დღის კურიერის“ ეთერში არჩევნებზე საუბრობს.

რატი იონათამიშვილის თქმით, ქართველი ხალხის არჩევანი ცესკოს მონაცემებზე აისახა.

“მთელ ამ პროცესში ჩართული იყო, როგორც რადიკალური ოპოზიცია ასევე ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებლები. მათ შორის დეტალურ დონეზეც, ისეთ დონეზე რომ მასალაც კი დაკვირვების ქვეშ იყო რა მასალაზეც იბეჭდებოდა ბიულეტენი.

უკვე ჩატარებული იყო საპილოტე დონეზე არაერთი ელექტრონული არჩევნები, მსგავს საკითხებზე მაშინ არაფერი უთქვამთ, აქედანაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი არის ხელოვნური.

მითუმეტეს არსებობს წინასაარჩევნო შეფასებები მათ შორის, ეუთო/ოდირის. სადმე ეს საკითხი წინასაარჩევნო შეფასებაში ჩანს? წერია?- არა.

სინამდვილე რა არის? - თითოეულმა ადამიანმა გააკეთა ის არჩევანი რისი გაკეთებაც უნდოდა, საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი აისახა ცესკოს მონაცემებში,“- აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები