21 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
საქართველოს ჰიმნის დროს სტვენის გამო, UEFA-მ ალბანეთის ნაკრები დააჯარიმა - ალბანური მედია

ალბანური მედიის ინფორმაციით, ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციამ წერილი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრებთან ჩატარებული მატჩის დროს მომხდარი დისციპლინური გადაცდომების გამო, UEFA-მ ალბანეთის ნაკრები დააჯარიმა.

დარღვევებში ნახსენებია საქართველოს ჰიმნის დროს სტვენა, სტადიონის კიბეების ბლოკირება და მოედანზე საგნების სროლა.

დისციპლინარული დარღვევების გამო დაწესებულმა სანქციამ, ჯამში 41 250 ევრო შეადგინა.

დღის ამბები