ტანზანიის დედაქალაქის სასამართლომ, 18 წლამდე გოგონას ჯგუფურად გაუპატიურებისთვის, 4 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
მსჯავრდადებულებს შორის ტანზანიის სახალხო თავდაცვის ძალების ჯარისკაცი და ციხის ოფიცერი არიან.
სამუდამო პატიმრობის გარდა, ოთხ მამაკაცს დაზარალებულისთვის 1 მილიონი შილინგის (370დოლარი) გადახდა დაევალა.
საქმეს კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ჰყავს - პოლიციელი ქალი, რომელსაც ბრალი სექსუალური თავდასხმის შეკვეთაში ედება. მისი სასამართლო ოქტომბერში, ცალკე გაიმართება.
ჯგუფური გაუპატიურების ვიდეო ინტერნეტში აგვისტოში გავრცელდა. მაშინ პოლიციამ საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეეკავებინათ კადრების გავრცელების ხელშეწყობისგან.
წყარო: BBC