ახლო აღმოსავლეთი სრულმასშტაბიანი ომისთვის ემზადება. ისრაელის მიზანი "ჰეზბოლას" განადგურებაა. "ცახალის" ტანკებმა ლიბანის სასაზღვრო ზოლში ყველა სტრატეგიული პოზიცია უკვე დაიკავეს. სამხედროები სახმელეთო ოპერაციის დაწყების ბრძანებას ელოდებიან.
მედიის ცნობით, სახმელეთო ოპერაციისთვის მზადების ნაწილია ავიადარტყმების სერია, რომელიც ისრაელის ძალებმა დღეს განახორციელეს. ბეირუთის ცენტრში, კოლას რაიონში, აფეთქების შედეგად, ტერორისტული ორგანიცაა "პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის" დაჯგუფების სამი ლიდერია ლიკვიდირებული.
"ცახალის" დარტყმას ვერც "ჰამასის" ლიდერი, აბუ ელ-ამინი გადაურჩა. ის, ოჯახის წევრებთან ერთად, სამხრეთ ლიბანში, დევნილთა ბანაკს აფარებდა თავს. ისრაელმა ტერორისტის ლიკვიდაცია დევნილთა ბანაკის ტერიტორიაზე დარტყმით განახორციელა.
დარტყმების ფონზე, "ჰეზბოლა" ისრაელზე რევანშისთვის ემზადება. ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ლიკვიდირებული ხასან ნასრალას ბიძაშვილი, "ჰესბოლას" ახალი ლიდერი, სეფი-ად დინა ხელმძღვანელობს.
რევანშის მოწოდებების პასუხად, ისრაელის პრემიერი ტერორისტული დაჯგუფებას და მის მოკავშირე ირანს აფრთხილებს, რომ, ისრაელისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, იერუსალიმი საპასუხო ზომების მიიღებს.
ირანის თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელს ამერიკის შეერთებული შტატები გაუწევს მხარდაჭერას. მოკავშირეები ირანის აგრესიას ერთობლივად მოიგერიებენ. ამასთან დაკავშირებით განცხადება აშს-ის თავდაცვის დეპარტამენტში გაკეთდა. ჯო ბაიდენი ომის არიდების სცენარსაც განიხილავს.
ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი თავდაცვითი ზომები თეირანში სერიოზულად მიიღეს. ირანის სულიერი ლიდერი და უმაღლესი მმართველ მიწისქვეშა ბუნკერში გადამალეს. ფრანგულმა მედიამ გაარკვია, რომ ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია ისრაელმა ზუსტად ამგვარ ბუნკერზე წერტილოვანი დარტყმის საშუალებით მოახერხა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე