21 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
"გახარიამ თავისი პარტიის წევრებს დასცინა" - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პარტია "გახარია - საქართველოსთვის", საარჩევნო სიებში მიხეილ დაუშვილის არმოხვედრასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. მისი შეფასებით, გიორგი გახარია საკუთარი გუნდის ლიდერებს დასცინის.

"არაერთხელ გვითქვამს, რომ ბევრი პარტია ვერც მიაღწევდა 26 ოქტომბრის არჩევნებამდე და ამას ვხედავთ კიდეც. სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციაში ლიდერები მათ მიერ სიის გადანაწილებასთან დაკავშირებით. ჯერ, გახარიამ დასცინა თავისი პარტიის წევრებს - გამომრჩა 2-3 ადამიანიო. როგორც შეიძლება გამოგრჩეს ისეთი ადამიანები, ვინც შენი გუნდის ლიდერები არიან?! ეს არის ზუსტად სანდოობის ხარისხის ნულზე დაყვანა," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიის 27-ე ნომრის, ზაზა გოგავას გადაწყვეტილებასაც, რომელმაც ცესკოს საპარლამენტო სიიდან თავისი გვარის ამოღების მოთხოვნით მიმართა. მაჭარაშვილი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება სიის სხვა წევრებმაც მიიღონ.

"ნაცმოძრაობაში" ვიცით, რომ შიდა რევოლუციაა. მიუხედავად იმისა, რომ ისედაც დაშლილები არიან, სიით უკმაყოფილება არის ბუნებრივად გამოწვეული. 26 ოქტომბრამდე თითქმის 1 თვეა და არც ვიცით, ეს სია მივა თუ არა ბოლომდე - შეიძლება, 10-15 კაცი დარჩეს "ნაცმოძრაობას", დანარჩენებმა უარი თქვან და კარგიც იქნება. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს ხალხი სერიოზულად არ ეკიდება სახელმწიფო საკითხებს, არამედ მათთვის მნიშვნელოვანია, ვინ შევა პარლამენტში," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები