21 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მირიან თოხაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

კონსერვატორიის სტუდენტის, 23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მირიან თოხაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განცხადებით, თოხაძემ დანაშაული ალკოჰოლური თრობის ქვეშ ჩაიდინა.

მისივე თქმით, ეს ფაქტი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება, ის ჩადენილია დანის გამოყენებით.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატის თქმით, ბრალდებული კონფლიქტის ინიციატორი არ იყო და მას ჩხუბის კვალი სახეზეც ეტყობა. დაკავებული ამ ეტაპისთვის დუმილის უფლებით სარგებლობს. მირიან თოხაძეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 27 სექტემბერს მოკლული ახალგაზრდა კონსერვატორიის სტუდენტი იყო- მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, გიორგი საყურაშვილი დაპირისპირებულებს აშველებდა.

„წინარე გარემოება იყო მომხდარი კონფლიქტი და ჩხუბი, რომლის ინიციატორი იყო ბრალდებული. ჩხუბში რამდენიმე პირი იღებდა მონაწილეობას და გარდაცვლილიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, მაგრამ მას ჩხუბში მონაწილეობა როგორც მოჩხუბარს, არ მიუღია. იგი იქ იმყოფებოდა მხოლოდ გამშველებლის სტატუსით და დანის დარტყმამდეც ამ ბავშვმა უთხრა ბრალდებულს, რომ მას მის ცემაში მონაწილეობა არ მიუღია და საერთოდ მასთან უდანაშაულო იყო. მიუხედავად ამისა ბრალდებულმა მაინც განახორციელა დანით ზემოქმედება მის სხეულზე,“ - აცხადებს პროკურორი გიორგი შაიშმელაშვილი.

დღის ამბები