21 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
"კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის წევრობის კანდიდატს უფლება აქვს, უარი განაცხადოს არჩევნებში მონაწილეობაზე" - ნათია იოსელიანი

"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის 27-ე ნომერმა, ზაზა გოგავამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა შესაბამისი განაცხადით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიიდან მისი გვარის ამოღება მოხდეს. ამის შემდეგ, საკითხთან დაკავშირებით, გოგავას მედიასთან დამატებითი კომენტარი აღარ გაუკეთებია.

ცესკოში ამ ინფორმაციას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ არსებობს შესაბამისი ვადები, რა ვადებშიც ამ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა მოხდეს. ეს ვადა 6 ოქტომბრამდეა განსაზღვრული, როდესაც წარდგენილი საპარლამენტო სიების რეგისტრაცია ოფიციალურად უნდა მოხდეს.

"კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის წევრობის კანდიდატს უფლება აქვს უარი განაცხადოს არჩევნებში მონაწილეობაზე. როგორც მოგეხსენებათ, ცესკოში მიმდინარეობს პარტიული სიების რეგისტრაცია. შესაბამისად, პარტიული სიების რეგისტრაციის პროცესში იქნება გათვალისწინებული აღნიშნული განცხადება," - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

დღის ამბები