21 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
გიგანტური ტალღებისგან გადარჩენილი მეზღვაური და მისი ოთხფეხა მეგობარი - ამერიკის სანაპირო დაცვა ქარიშხალი "ჰელენის" ამსახველ ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

აშშ-ში, ფლორიდაში, კუნძული სანიბელიდან ათობით კილომეტრის მოშორებით, შტატების სანაპირო დაცვამ მამაკაცი და მისი ძაღლი გადაარჩინა. მედიის ინფორმაციით, მეზღვაურმა დახმარება მას შემდეგ ითხოვა, რაც მისმა 11-მეტრიანმა ნავმა წყლის შეშვება დაიწყო.

"სანაპირო დაცვამ მიიღო მეზღვაურის შეტყობინება და ეკიპაჟი გაემართა მამაკაცის ადგილსამყოფელისკენ - კუნძული სანიბელიდან დაახლოებით 25 მილის (40 კილომეტრის) მოშორებით, ფორტ მაიერსის მახლობლად. მათი წარმატებით გადარჩენის შემდეგ, მეზღვაური და მისი ძაღლი ხმელეთზე დააბრუნეს", - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

ოფიციალური პირები არაფერს ამბობენ იმაზე, თუ რატომ გავიდა მამაკაცი ზღვაში მაშინ, როცა, ქარიშხალ "ჰელენის" მიახლოების გამო, შესაბამისი გაფრთხილებები უკვე გაცემული იყო.

დღის ამბები