21 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
ომისა და მშვიდობის განსხვავება წინასაარჩევნო ბანერებზე - მმართველი გუნდი ოპოზიციას, "ქართული ოცნების" კრიტიკის ნაცვლად, მათივე თანამოაზრეების განცხადებების დაგმობისკენ მოუწოდებს

აგვისტოს ომის მოვლენები რუსულ არხებზე არაერთ იუმორისტულ გადაცემაში მოხვდა. მათ შორის, ერთ-ერთი იყო მხიარულთა და საზრიანთა კლუბის შარჟი საქართველოში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე, სადაც მთავარი შემსრულებელი უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი - წარსულში შოუმენი, ვოლოდიმირ ზელენსკი იყო. ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში დღესაც იძებნება.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს უკრაინის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება არასდროს ჰქონია. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ საარჩევნო ბანერებზე განთავსებული ფოტოები ომისა და მშვიდობის განსხვავებას ასახავს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ერთადერთი შანსი ხელისუფლებაში ოპოზიციის მოსვლაა, რისთვისაც კონკრეტულ პარტიებს გარე ძალებიც ეხმარებიან. სწორედ ეს კითხვა აქვს მმართველ გუნდს ოპონენტებთან - ომი თუ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება? ოპოზიცია "ქართული ოცნების" ამ პოზიციას, წინასაარჩევნოდ, საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მცდელობად აფასებს.

სახელისუფლებო პარტია ოპოზიციას, "ქართული ოცნების" კრიტიკის ნაცვლად, მათივე თანამოაზრეების განცხადებების დაგმობისკენ მოუწოდებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, კონკრეტული ძალები ომში საქართველოს ჩართვით იყვნენ დაინტერესებულნი და ამაზე ღიად და საჯაროდაც აკეთებდნენ განცხადებებს.

"არა ომს! აირჩიე მშვიდობა!" - ამ წარწერით, "ქართული ოცნების" ახალი საარჩევნო ბანერები ქუჩებში გუშინ გამოჩნდა. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი - ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები და ინფრასტრუქტურული ნაგებობებია ასახული, ხოლო მეორეზე - საქართველოს ქალაქები.

დღის ამბები