თურქეთში, ანტალიაში, ტურისტული მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც 6 ბრიტანელი ტურისტი დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მიკროავტობუსი ბენზინგასამართი სადგურიდან გამოდიოდა, როდესაც სატვირთო ავტომობილს უკნიდან შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც, სასწრაფო დახმარების ავტომობილებით, საავადმყოფოსი გადაიყვანეს.