21 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
ეჭვგარეშეა, რომ მშვიდობა და ტურიზმი ერთად მოიაზრება - მშვიდობის გარეშე ტურიზმი არ არსებობს, ამავდროულად, ტურიზმს შეუძლია მშვიდობის დამყარება - ზურაბ პოლოლიკაშვილი

გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნება - წელს თემა "ტურიზმი და მშვიდობაა“.

ღონისძიების ფარგლებში, იმართება პანელური დისკუსიები, სპიკერები მსჯელობენ ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციებზე, ეწყობა პრეზენტაციები და ორმხრივი შეხვედრები.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა.

ღონისძიება პრემიერ-მინისტრისა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა.

"ეჭვგარეშეა, რომ მშვიდობა და ტურიზმი ერთად მოიაზრება, მშვიდობის გარეშე ტურიზმი არ არსებობს. ამავდროულად, ტურიზმს შეუძლია მშვიდობის დამყარება - მშვიდობა, რომელიც ახლა ისე გვჭირდება, ვიდრე ოდესმე. ომი ყველგანაა ჩვენს ირგვლივ, ბევრ ჩვენგანს აქ, ამ ოთახში, არა მხოლოდ ტელევიზორსა და გაზეთებში უნახავს, ჩვენ ის გამოვიარეთ. ვხედავთ, როგორ ხდება ქვეყნებში ეკონომიკების ნგრევა, [ვხედავთ] გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, უთანასწორობასა და დეზინფორმაციას. ეს ყოველივე მოქმედებს ჩვენს სექტორზე - არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით. ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ ტურიზმი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, ეს არის მშვიდობის თემა, ეს არის ხალხის გაერთიანება, ეს არის კეთილდღეობისა და დოვლათის შექმნა", - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

დღის ამბები