მერაბ დვალიშვილი საქართველოში ჩამოდის. UFC-ის ქართველი ჩემპიონი სამშობლოში კვირას, 17:00 საათზე ჩამოფრინდება და გულშემატკივრებს მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემათ.
ჩემპიონი აეროპორტიდან, მსვლელობით, ფილარმონიასთან გადაინაცვლებს, სადაც, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ქამარს წარადგენს.