21 ნოემბერი 2024,   22:17
ვრცლად
პოლონეთსა და უკრაინას შორის პრობლემურ ისტორიულ საკითხებში უნდა მიიღწეს პროგრესი, თუმცა არა შანტაჟის გზით - ანჯეი დუდა

პოლონეთსა და უკრაინას შორის პრობლემურ ისტორიულ საკითხებში უნდა მიიღწეს პროგრესი, თუმცა არა შანტაჟის გზით, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

მისი თქმით, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, მცირეხნიანი შეხვედრა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

დუდას თქმით, ლიდერებმა მოკლედ ისაუბრეს ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, თუმცა ვოლინის ტრაგედიაზე საუბარი არ ყოფილა. ამავე დროს, ანჯეი დუდა აღნიშნავს, რომ ადრე არაერთხელ განიხილა ეს საკითხი ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს სხვა გზით და არა უკრაინის დასავლეთთან ინტეგრაციის ბლოკირების მუქარით. 

დღის ამბები