21 ნოემბერი 2024,   22:14
ვრცლად
რობერტ კენედი უმცროსი: "დემოკრატები" ომისა და ცენზურის პარტია არიან"

"დემოკრატები" ომისა და ცენზურის პარტია არიან, ისინი რუსეთთან ომში ჩვენს ჩაბმას აპირებენ, განაცხადა რობერტ კენედი უმცროსმა, რომელმაც "დემოკრატიული" პარტია დატოვა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი.

მისი თქმით, ომის მხარდამჭერ პარტიად "რესპუბლიკელები" ითვლებოდნენ, ხოლო "დემოკრატები", პირიქით, თუმცა, ახლა ვითარება შეიცვალა.

"ჩვენ ["დემოკრატები“] ვიყავით ის პარტია, რომელიც ომის წინააღმდეგი იყო. "რესპუბლიკელები“ იყვნენ ომის მომხრე პარტია. ჩვენ ვიყავით ის პარტია, რომელიც მხარს უჭერდა სამოქალაქო, მათ შორის კონსტიტუციურ უფლებებს და განსაკუთრებით სიტყვის თავისუფლებას, რომელიც შეერთებული შტატების კონსტიტუციის ყველა სხვა უფლების საფუძველია”, - განაცხადა კენედიმ.

კენედის აზრით, "დემოკრატიული" პარტია ომის გაერთიანებად იქცა და სურს აშშ რუსეთთან ომში გახვიოს. "პუტინმა ამ კვირას თქვა, რომ თუ ჩვენ რაკეტებს რუსეთისკენ გავისვრით, ის დაასკვნის, რომ მას ომი ნატოსთან და აშშ-თან აქვს", - თქვა კენედიმ.

პოლიტიკოსის მტკიცებით, პუტინს დიდი რაოდენობით იარაღი აქვს. „რუსეთი მსოფლიოში უდიდესი ბირთვული სახელმწიფოა. მას 1 200 ბირთვული ქობინი აქვს. მისი რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემა თაობებს უსწრებს. ეს მათ უკრაინაში აჩვენეს. მას ყველაფრის ჩამოგდება შეუძლია, რასაც ჩვენ გავუგზავნით", - დასძინა მან.

კენედიმ თავის ინტერვიუში კიდევ ერთხელ დაგმო ის ფაქტი, რომ კამალა ჰარისს და "დემოკრატიულ" პარტიას მხარდაჭერა აშშ-ის ყოფილმა "რესპუბლიკელმა" ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილმა თანაშემწემ ჯონ ბოლტონმა გამოუცხადეს მხარდაჭერა.

დღის ამბები