აშშ-ში, ქარიშხალ "ჰელენს" 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 მილიონი მოქალაქე კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.
ქარიშხალი "ჰელენი" ფლორიდის შტატს, ბიგ-ბენის რეგიონში დაატყდა თავს. მას მე-4 კატეგორია აქვს მინიჭებული, ქარის სიჩქარე კი საათში 225 კმ-ს აღწევს.
ქარიშხალი ფლორიდიდან, ჯორჯიის შტატში, შემდეგ კი კაროლინაში გადავიდა, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 3 მილიონი მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
რეგიონს კიდევ უფრო ძლიერი წყალდიდობა ემუქრება. პარასკევს უფრო მეტი წვიმაა მოსალოდნელი, რადგან "ჰელენი" ტენესის შტატისკენ მიემართება.